Friday 28 February 2020

კლუბის რეფლექსია

2021 წელი

24 თებერვალი

სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის 7-10 კლასებისგან შემდგარ მოსწავლეებისგან განაახლა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ტექნოლოგიების კუთხით „ციფრული სამყაროს“ კლუბმა მუშაობა. კლუბის წევრები არიან: 1. მარიკა ძიძიგური; 2.გიული ფირცხალავა; 3.ლუკა სიგუა; 4. ცოტნე ცანავა;  5. რიმა კიტეიშვილი; 6. ქეთი სიგუა; 7. ზაალ კიტეიშვილი. მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნენ კლუბის წესდებას და სამუშაო გეგმას, რომლის განხორციელება მოხდება 2020-2021 წლის II სემესტრიდან და დამთავრდება 2021-2022 სასწავლო წლის I სემესტრს. კლუბის წესდებიდან გამომდინარე კლუბის წევრებმა ერთხმად აირჩიეს კლუბის ლიდერი ქეთი სიგუა და შეხვედრები დაგეგმეს ყოველ ოთხშაბათ  და პარასკევ დღეს 13:35 სთ-დან ხანგრძლივობა 1 სთ.

სურათის ავტორი დავით პირტახია





26 თებერვალი

შეხვედრა დაიწყო წინა შეხვედრის რეფლექსიით, რომელზეც ისაუბრა ქეთი სიგუამ, მან აღნიშნა რომ გავიარეთ ყველა დეტალი კლუბის მუშაობის, დაიგეგმა გეგმა-გრაფიკი, ასევე ვისაუბრეთ ყველა საკითხებზე, რომელსაც გავივლით ამ პერიოდში.

 დღეს კი ვიმუშავეთ საკუთარი ელ. ფოსტის გააქტიურებაზე, კლუბის წევრებს ავუხსენი, თუ რატომ არის საჭირო საკუთარი ელ. ფოსტის გააქტიურება და რაში გვეხმარება ეს სტრატეგია. მოსწავლეები გაგებით მოეკიდნენ ამ სტრატეგიას და მიეცათ დავალება სახლის პირობებში მშობლების დახმარებით გააქტიურონ ელ. ფოსტები. ასევე დაევალა რიმა კიტეიშვილს მომავალ შეხვედრაზე წარმოადგინოს წინა შეხვედრის რეფლექსია.

სურათების ავტორი დავით პირტახია


კლუბის ლოგო



ოქმები


სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის ტექნოლოგიების კლუბის „ციფრული სამყაროს“
სხდომის ოქმი N1
ნახუნაოს საჯარო სკოლა                                                                             „11“ თებერვალი 2020 .
სხდომის დაწყების დრო: 12:30 სთ.
სხდომას ესწრებოდნენ სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის სკოლის ტექნოლოგიების კლუბის წევრები:
1.       მარიკა ძიძიგური
2.       ლუკა სიგუა
3.       გვანცა ცანავა
4.       რიმა კიტეიშვილი
5.       ზაალი კიტეიშვილი
6.       ქეთი სიგუა
7.       მარიამ ზარქუა
8.       მარიამ ცანავა
9.       დავით პირტახია
10.    ზურაბ გაჩეჩილაძე
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრება ორი წევრი: გიული ფირცხალავა და ცოტნე ცანავა
სხდომა გახსნა  კლუბის უხუცესმა  წევრმა  დავით პირტახიამ და დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი.
1.     „ციფრული სამყაროს“ კლუბის ლიდერის/თავმჯდომარის არჩევა
2.     „ციფრული სამყაროს“ კლუბის  მდივნის არჩევა
კენჭი ეყარა  დღის წესრიგის დამტკიცებას:
მომხრე 10
წინააღმდეგი 0
დაადგინეს:  დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.
1.     „ციფრული სამყაროს“ კლუბის ლიდერის/თავმჯდომარის არჩევა
2.     „ციფრული სამყაროს“ კლუბის  მდივნის არჩევა
სხდომას ხელმძღვანელობს  უხუცესი წევრი დავით პირტახია
საკითხი 1. კლუბის ლიდერის/თავმჯდომარის  არჩევა
მომხსენებელი:  უხუცესი წევრი დავით პირტახია
მოისმინეს: სხდომის უხუცესმა წევრმა დავით პირტახიამ დღის წესრიგით წარმოდგენილ  საკითხთან დაკავშირებით, კლუბის წევრებს მოახსენა, რომ კლუბს „ციფრული სამყაროს“  სჭირდება ლიდერი და მიმართა წევრებს დაესახელებინათ ლიდერის კანდიდატურა.
წევრებმა  კლუბის ხელმძღვანელმა დავით პირტახიამ წესდების შესაბამისად ლიდერობის კანდიდატურაზე წამოაყენა  ქეთი სიგუას კანდიდატურა, სხვა წევრებს კლუბის ლიდერის კანდიდატურები არ დაუსახელებიათ.
სხდომის წამყვანმა ფარული კენჭის ყრაზე დააყენა საკითხი
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - 10
წინააღმდეგი - 0
კენჭისყრის შედეგად კლუბის წევრებმა  დაადგინა:   „ციფრული სამყაროს“ კლუბის ლიდერად/თავმჯდომარედ არჩეულ იქნას ქეთი სიგუა.
საკითხი 2. „ციფრული სამყაროს“ კლუბის მდივნის არჩევა
მომხსენებელი:  კლუბის „ციფრული სამყაროს“ ლიდერი/თავმჯდომარე ქეთი სიგუა
მომხსენებელმა ქეთი სიგუამ სხდომის წევრებს მოახსენა,  რომ სხდომების გასაფორმებლად საჭიროა მდივნის კანდიდატურის დასახელება და მიმართა დაესახელებინათ კანდიდატები
წევრებმა მარიამ ზარქუამ და ლუკა სიგუამ დაასახელეს რიმა კიტეიშვილის კანდიდატურა
სხდომის თავმჯდომარემ  კენჭის ყრაზე დააყენა საკითხი
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - 10
წინააღმდეგი - 0
კენჭისყრის კლუბის წევრებმა  დაადგინა:   „ციფრული სამყაროს“ კლუბის მდივნად არჩეულ იქნას რიმა კიტეიშვილი
სხდომის დღის წესრიგის ამოწურვასთან  დაკავშირებით სხდომა გამოცხადდა დახურულად
სხდომის დასრულების დრო: 13:00სთ.
სხდომის  თავმჯდომარე:                           /ქეთი სიგუა/სხდომის  მდივანი:                                      /რიმა კიტეიშვილი/
წევრები:მარიკა ძიძიგურილუკა სიგუაგვანცა ცანავაზაალი კიტეიშვილიმარიამ ზარქუამარიამ ცანავადავით პირტახიაზურაბ გაჩეჩილაძე


Saturday 8 February 2020

წევრები

კლუბის  წევრთა სია


6 ბ-კლასი
მარიკა ძიძიფური

7 ა- კლასი
ცანავა ცოტნე
ლუკა სიგუა
გიული ფირცხალავა

9 ა - კლასი
რიმა კიტეიშვილი
ქეთი სიგუა

10 ა-კლასი
ზაალ კიტეიშვილი



სამუშაო გეგმა


სასწავლო გეგმა  2020-2021 სწ II სემესტრი და 
2021-2022 სწ I სემესტრი
პერიოდი
განსახორციელებელი აქტივობები
შეფასება
თებერვალი
  •            ელ ფოსტების გააქტიურება და ელ ფოსტით სარგებლობის შესწავლა.
  •          ღრუბლოვანი სერვისები, მათი გამოყენება და  უპირატესობები (One Drive)
  •           ონლაინ Power Point–ის შესწავლა და პრაქტიკული სამუშაოები






რეფლექსიები
მარტი
  •           Share Point-ის გაცნობა ვებგვერდის სტრუქტურის შერჩევა ტექსტის დამატება, გამოსახულების დამატება, ლინკის მიბმა, Embed კოდის ჩასმა
  •          Forms-ის მუშაობის პრინციპების გაცნობა და პრაქტიკული სამუშაოები

აპრილი
  •           OneNote-ის გაცნობა. ციფრული ბლოკნოტის შექმნა
  •           Teams-ის შესაძლებლობები და პრაქტიკული სესიები

მაისი
  •          Minecraft–ის საგანმანათლებლო ვერსიის შესწავლა და პრაქტიკული სამუშაოები
  •          Scratch–ის შესწავლა. ანიმაციების შექმნა

ივნისი
  •          პოსტერების მომზადების შესწავლა;
  •          ნამუშევრების განთავსება ბლოგზე;

სექტემბერი
  •          My Map-ის ელემენტების გამოყენება (გოგლე რუკა)
  •          Google Slide-ზე იდეების განთავსება (გოგლე სლაიდები)
  •          Google-ს ფორმები-კვლევის ფურცლები

ოქტომბერი
  •          Move Maker-ის შესწავლა და ინტეგრაცია მათ შემოქმედებით პრაქტიკაში  (ვიდეოების მონტაჟი)
  •           ვიდეო ფილმების შექმნა-წარმოდგენა
  •          კიბერ-ბულინგი და მასთან დაკავშირებული დისკუსია

ნოემბერი
  •           სასწავლო აქტივობები

დეკემბერი
  •         შექმნილი სამუშაოების ფოტოების ბუკლეტების დამზადება;
  •         ინფორმაციების ელექტრონულ ფოსტაზე  განთავსება
  •         ექსკურსია ,,ტექნოპარკში“

მიზანი


მიზანი:


  • თანამედროვე ინოვაციების ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ  პრობლემასთან დაკავშირებით;
  • ინოვაციური  განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება;
  • შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად;
  •  ინოვაციურ სფეროში მოსწავლეებ თვითრეალიზაციის საშუალება;
  • ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის;
  • ცოდნის გენერირება სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებისათვის და ციფრულ მასალებთან ინტეგრირება;
  • სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
  • ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
  •  მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბება;
  • მოსწავლეთა სასკოლო აქტივობებში ჩართულობ ამაღლება და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება;
  • ახალგაზრდების, როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება და კლუბური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა სკოლებში;
  • ახალგაზრდების დახმარება ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში;
  • მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება;

კლუბის რეფლექსია

2021 წელი 24 თებერვალი სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის 7-10 კლასებისგან შემდგარ მოსწავლეებისგან განაახლა „ა...